შინაარსზე გადასვლა

თურქული ნაციონალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთის დროშა
1922 წელს იზმირის განთავისუფლების ნაციონალისტური განსახიერება

თურქული ნაციონალიზმი (თურქ. Türk milliyetçiliği) — ნაციონალიზმის ფორმა თურქეთის მოსახლეობასა და იმ პირებს შორის, რომელთა ეროვნული იდენტობა თურქულია. თურქული ნაციონალიზმი შედგება პოლიტიკური და სოციალური მოძრაობებისა და განწყობებისგან, რომლებიც გამოწვეულია თურქული კულტურის, თურქული ენისა და ისტორიის სიყვარულით, ასევე თურქეთისა და თურქი ხალხის მიმართ სიამაყის გრძნობით. მიუხედავად იმისა, რომ თურქ ერში ეროვნული ცნობიერების კვალი საუკუნეების უკან ჩნდება, ნაციონალიზმი, როგორც უპირატესი იდეოლოგია და პოლიტიკაში განმსაზღვრელ ფაქტორად ძირითადად XX საუკუნეში გახდა. თანამედროვე თურქული ნაციონალიზმი თანზიმათის ეპოქაში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ თურქული ნაციონალიზმი რთულად ეწყობა მუსლიმურ იდენტობასთან, პანთურქიზმთან და თურანიზმთან.

ათათურქის რეფორმების ამსახველი ილუსტრაცია. მარჯვნიდან მარცხნივ: ბერძნებზე გამარჯვება, ფესზე (ქუდი) უარი, სექტანტური ლოჟების დახურვა, ახალი თურქული ანბანის მიღება, სამოქალაქო კოდექსის მიღება.
ათათურქის დროინდელი თურქული 5 ლირა.[1][2] რუხი მგელი თურქული ნაციონალიზმის და პანთურქიზმის სიმბოლოა.[3]

ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, ხელისუფლებაში მუსტაფა ქემალ ათათურქი მოვიდა. მან ენის რეფორმა წამოიწყო, რომლის მიზანიც თურქული ენის უცხოური (ძირითადად არაბული და სპარსული) გავლენისგან „გაწმენდა“ იყო.[4] მან, 1930-იანი წლებიდან დაწყებული ასევე თურქეთის პოლიტიკურ და საგანმანათლებლო წრეებში თურქული ისტორიის თეზისი გაავრცელა. იმდროინდელმა თურქმა მკვლევარებმა, როგორებიც იყვნენ ჰიუსეინ ჯაჰით იალჩინი და რიფათ ოსმან ბეი, ასევე გამოთქვეს იდეა, რომ ადრეული შუმერები პროტოთურქები იყვნენ.[5]

ადრეული თურქი ნაციონალისტები, როგორც წესი, სეკულარული მსოფლმხედველობის იყვნენ და ხშირად ზია გიოქალფის (1876–1924) გავლენის ქვეშ იყვნენ.[6] გიოქალფის მიზანი ისლამის თურქიზაცია იყო, სადაც ყურანი არაბულიდან თურქულად უნდა ეთარგმნათ და აზანი არაბულის ნაცვლად თურქულად უნდა წაეკითხათ მინარეთებიდან.[6] რესპუბლიკის ადრეულ წლებში, რელიგიური ტრადიციები მნიშვნელოვანი არ იყო და თურქი ნაციონალისტები ბევრად უფრო ღია იყვნენ თურქული საზოგადოების ვესტერნიზაციისთვის.[6]

მეჰმეთ ემინ იურდაქული, თურქი ნაციონალისტი მწერალი და პოლიტიკოსი. მისმა ნაწარმოებებმა და ლექსებმა დიდი გავლენა მოახდინეს ტერმინ „vatan“ („სამშობლო“ ან „დედასამშობლო“) განმარტებაზე.
ზია გიოქალფი — თურქული ნაციონალიზმის იდეოლოგი და მოგვიანებით ათათურქის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი.

თურქულ ნაციონალიზმთან ასოცირებულ იდეოლოგიებს შორისაა პანთურქიზმი ან თურანიზმი (ეთნიკური ან რასობრივი ესენციალიზმის ან ეროვნული მისტიციზმის ფორმა), თურქულ-ისლამური ნაციონალიზმი (რომელიც აერთიანებს თურქულ ნაციონალიზმს ისლამურ იდენტობასთან), ანატოლიალიზმი (რომელიც თურქ ერს განიხილავს, როგორც ცალკე ერთეულს, რომელიც განვითარდა სელჩუკების მიერ ანატოლიის XI საუკუნეში დაპყრობის შემდეგ) და სეკულარული, სამოქალაქო ნაციონალისტური ქემალიზმი (რომელიც „თურქებს“ განსაზღვრავს, როგორც თურქეთის ხალხის ეროვნულ იდენტობას).[7] ტერმინი „ულტრანაციონალიზმი“ ხშირად გამოიყენება თურქული ნაციონალიზმის აღსაწერად.[8]

ქემალიზმი, თუ თურქული სახელმწიფო ნაციონალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათათურქის მიერ შემუშავებული თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი იდეოლოგიის ექვსი პრინციპიდან ერთ-ერთი ნაციონალიზმია (თურქ. milliyetçilik). 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ქემალიზმი ან „თურქული სახელმწიფო ნაციონალიზმი“[9] ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია და ფართომასშტაბიანი სოციალურ-პოლიტიკური რეფორმების სახელმძღვანელო პრინციპი გახდა.[9]

ქემალისტური რევოლუციის მიზანი იყო მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებისგან ერი სახელმწიფოს შექმნა. ქემალისტური ნაციონალიზმი სათავეს იღებს სოციალური კონტრაქტის თეორიებიდან, განსაკუთრებით კი ჟან-ჟაკ რუსოსა და მისი „სოციალური კონტრაქტის“ მიერ წარმოჩენილი სამოქალაქო ნაციონალიზმის პრინციპებიდან. სოციალური კონტრაქტის ქემალისტურ აღქმაზე გავლენა იქონია ოსმალეთის იმპერიის დაშლამ, რომელიც აღიქმებოდა, როგორც ოსმალეთის „მილეთის“ სისტემის წარუმატებლობისა და ოსმანიზმის არაეფექტური პოლიტიკის პროდუქტი. ქემალისტურმა ნაციონალიზმმა, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, სოციალური კონტრაქტი თავის „უმაღლეს იდეალად“ განსაზღვრა.

1930-იან წლებში, ქემალიზმი გახდა ყოვლისმომცველი სახელმწიფო იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო ათათურქის გამონათქვამებსა და ნამუშევრებზე. ქემალისტური ეროვნების განმარტება ინტეგრირებული იყო თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 66-ე მუხლში. ეთნიკური კუთვნილების ან რელიგიის მიუხედავად, კანონით, ყველა მოქალაქე განისაზღვრება როგორც თურქი. თურქეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის მიხედვით, პირს, მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ ღალატის შემთხვევაში შეიძლება.[10]

ქემალისტური ნაციონალიზმი პრინციპის მიხედვით, თურქეთის სახელმწიფო არის განუყოფელი მთლიანობა, რომელიც შედგება მისი ტერიტორიისა და ხალხისგან, რაც განისაზღვრება, როგორც „სახელმწიფოს ერთიანობა“.

„თურანისტულ“ ნაციონალიზმს საფუძველი 1839 წელს ჩაეყარა, თურანისტთა საზოგადოების შექმნით, რასაც 1908 წელს მოჰყვა თურქული საზოგადოების შექმნა, რომელიც მოგვიანებით „თურქული კერები“ გახდა[11] და საბოლოოდ გაფართოვდა ისეთი იდეოლოგიებით, როგორიცაა თურანიზმი და პანთურქიზმი.

პანთურქიზმი (თურქ. Türkçülük ან Pan-Türkizm), როგორც ზია გიოქალფმა აღნიშნა თავის წიგნში „თურქიზმის პრინციპები“, მისი ნაციონალისტური შეხედულების ნაწილი, რომელსაც მან „თურქიზმი“ უწოდა, როგორც თურქი ხალხების ერთიანობის იდეალი.[12]

ახალგაზრდა თურქების რევოლუციამ, რომელმაც დაამხო სულთან აბდულჰამიდ II, ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებაში თურქი ნაციონალისტები მოიყვანა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია სამი ფაშის მიერ გვიანდელი ოსმალეთის მთავრობის კონტროლი.[13][14]

ანატოლიანიზმი (თურქ. Anadoluculuk) საწყის წერტილად მიიჩნევს იმას, რომ თურქული კულტურის მთავარი წყარო უნდა იყოს ანატოლია (Anadolu) და ამ აზრის მთავარი საფუძველი არის ის, რომ თურქებმა 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ანატოლიაში ახალი ცივილიზაცია შექმნეს.

რესპუბლიკის დასაწყისში, ზოგიერთმა ინტელექტუალმა, როგორიცაა ჰილმი ზია იულქენი,[15] მეჰმეთ რაიფ ოგანი[16] და ნურეთინ თოფჩუ,[17] წამოაყენა მოსაზრება, რომ თურქული ნაციონალიზმის სათავე ანატოლიაში უნდა ვეძებოთ და არა „თურანში“.[18]

ანატოლიანიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰილმი ზია იულქენი ნეოოსმანიზმისა და პანისლამიზმის, ასევე თურანიზმის წინააღმდეგი იყო. 1919 წელს იულქენმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „Anadolunun Bugünki Vazifeleri“ (ანატოლიის ამჟამინდელი მოვალეობები), მაგრამ ის არ გამოქვეყნებულა. იულქენმა და მისმა მეგობრებმა ასევე გამოსცეს პერიოდული ჟურნალი „Anadolu“. ისინი მუშაობდნენ ოსმანიზმის, ისლამიზმისა და თურანიზმის ალტერნატიული ფილოსოფიის ჩამოყალიბებაზე.

თურქულ-ისლამური ნაციონალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის დროშა, რომელიც წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ძალას თურქეთის პარლამენტში.

თურქულ-ისლამური ნაციონალიზმი, ასევე ცნობილი, როგორც თურქულ-ისლამური სინთეზი (თურქ. Türk-İslam sentezi), არის ისლამურ-კონსერვატიული იდეოლოგია, რომელიც აერთიანებს თურქულ ნაციონალიზმს და ისლამს.

ტერმინი 1972 წელს კონსერვატორმა ისტორიკოსმა, იბრაჰიმ ქაფესოღლუმ შემოიღო, რომელმაც თურქულ-ისლამური ნაციონალიზმი XI საუკუნეში, პირველ მუსლიმურ თურქულ დინასტიამდე, ყარახანიდებამდე დააკავშირა. ქაფესოღლუ თურქების უძველეს სტეპურ კულტურასა და ისლამს შორის კონტაქტს, დახვეწის პროცესად მიიჩნევდა. თურქულ-ისლამური ნაციონალიზმი 1970-იან წლებში ინტელექტუალურ კლუბ „Aydınlar Ocağı“-ის (ინტელექტუალების კერა) სახით იყო წარმოდგენილი, რომლის თანადამფუძნებელიც თვითონ ქაფესოღლუ იყო.[19] ინტელექტუალური კლუბის წარმომადგენლებმა თავიანთი აზრები და კერძოდ, ისტორიის გაგება, 1973 წელს ტექსტში „Aydınlar Ocağı'nın Görüşü“ (ინტელექტუალების კერის ხედვა) ნათლად ჩამოაყალიბეს. მათი საწყისი წერტილი იყო ანტიკომუნიზმი და მარქსისტული იდეოლოგიის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა, რომელიც თურქული ღირებულებების საფრთხედ აღიქმებოდა.

1970-იანი წლების არეულობის შემდეგ, რაც მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ბანაკებს შორის სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა და რასაც 1980 წლის თურქეთის სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა, ხუნტამ, რელიგიური ფუნდამენტალიზმის (თურქ. irtica) მიმართ არსებული ეჭვების მიუხედავად, სცადა ისლამურ-კონსერვატიული იდეებისა და ღირებულებების წესრიგისა და ერთიანობის აღსადგენად გამოეყენებინა.[20] 1980 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედრო დიქტატურამ პანთურქიზმის,[21] თურქულ-ისლამური ნაციონალიზმისა და ქემალიზმის, როგორც ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგიის, კომბინაცია შექმნა.[22] თურქულ-ისლამური ნაციონალიზმის იდეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ თურქები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ისლამის გავრცელებაში და ამით ავითარებდნენ თავიანთ ეროვნულ იდენტობას, როგორც ისლამური უმმის ნაწილს. ამ კონცეფციის თანახმად, თურქობა მხოლოდ ისლამთან კავშირშია შესაძლებელი. თურქულ-ისლამური ნაციონალიზმის იდეა კვლავ ძალიან პოპულარულია მოძრაობა „Ülkücü“-ის წრეებში.

კვიპროსელი თურქების ნაციონალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსელი თურქების ნაციონალიზმი მხარს უჭერს ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და სურს, რომ ჩრდილოეთი კვიპროსი დამოუკიდებელი დარჩეს თურქეთისგან, ამავდროულად, ეწინააღმდეგება ბერძნების უმრავლესობაში მყოფ კვიპროსის რესპუბლიკასთან გაერთიანების იდეას.[23]

ნეონაციზმი და ნეოფაშიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეონაცისტური ჯგუფი 1969 წელს იზმირში არსებობდა, როდესაც რესპუბლიკური სოფლის ერის პარტიის ყოფილმა წევრებმა (ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის წინამორბედი პარტია) დააარსეს ასოციაცია „ეროვნული აქტივობა და ენერგიული განვითარება“. ასოციაციას ორი საბრძოლო დანაყოფი ჰქონდა. წევრები SA-ს ფორმებს ატარებდნენ და ჰიტლერის მისალმებას იყენებდნენ. ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი (გიუნდიუზ ქაფანჯიოღლუ) 1975 წელს ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაში ხელახლა მიიღეს.[24]

დღეს, ნეოფაშისტური[32] „რუხი მგლების“ და თურქი ულტრანაციონალისტური[39] |MHP-ის გარდა, თურქეთში არსებობს რამდენიმე ნეონაცისტური ორგანიზაცია, როგორიცაა „ატამანთა საძმო“,[40] ან თურქეთის ნაცისტური პარტია[41] და თურქეთის ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომლებიც ძირითადად ინტერნეტ სივრცეში არსებობენ.[42][43][44]

სეკულარული ნაციონალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამურ-კონსერვატიული „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ორი ათწლეულის განმავლობაში მმართველობის შემდეგ, ბევრი ავტორი და მეცნიერი ახლად აღმოცენებულ ტალღაზე მიუთითებს, რომელსაც უმეტესობა სეკულარულ ნაციონალიზმს უწოდებს.[45] ამ ახალ ტალღას ჯერ კიდევ არ მიუღია ზუსტი ფორმა და დისკურსი,[46] თუმცა, ძირითადად, ახალგაზრდების ინტერესი მიიპყრო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან მთავრობის პოლიტიკით, განსაკუთრებით კი ლტოლვილთა არარეგულირებადი შემოდინებით თურქეთში.[47]

თურქობის შეურაცხყოფის კანონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლი, რომელიც სიტყვის თავისუფლების ცნების საწინააღმდეგოდ აღიქმება, ძალაში შევიდა 2005 წლის 1 ივნისს და 2008 წლის შესწორებებით, იგი აცხადებს: „პირი, რომელიც საჯაროდ შეურაცხყოფს თურქ ერს, თურქეთის რესპუბლიკას, თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას და სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს, ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.“ მუხლში ასევე ნათქვამია, რომ კრიტიკის მიზნით გამოთქმული აზრი არ წარმოადგენს დანაშაულს და რომ მისი გამოყენება არ შეიძლება იუსტიციის მინისტრის თანხმობის გარეშე.[48]

ბოლო დროს არსებობს მინიშნებები, რომ თურქეთმა შეიძლება გააუქმოს ან შეცვალოს 301-ე მუხლი, მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა გახმაურებულმა საქმემ გამოიწვია უხერხულობა.[49] სასამართლო სისტემაში ნაციონალისტებმა, რომლებიც თურქეთის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების ჩაშლას ცდილობენ, გამოიყენეს 301-ე მუხლი ისეთი პირების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების დასაწყებად, როგორიცაა ნობელის პრემიის ლაურეატი თურქი რომანისტი ორჰან ფამუქი, თურქი რომანისტი ელიფ შაფაქი და მოკლული ჰრანტ დინკი,[50] სომხების გენოციდის აღიარების გამო.

2007 წლის მაისში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც თურქეთს საშუალებას აძლევს დაბლოკოს საიტები, რომლებიც გამოიყენება ათათურქის შეურაცხმყოფისთვის.[51]

  • Arman, Murat (2007). „The Sources Of Banality In Transforming Turkish Nationalism“ (PDF). CEU Political Science Journal. 2 (2): 133–151. 108084.
  • Eissenstat, Howard. "Anatolianism: The History of a Failed Metaphor of Turkish Nationalism". Paper presented at Middle East Studies Association Conference, Washington, D.C., November 2002.
  • Tachau, Frank (1963). „The Search for National Identity among the Turks“. Die Welt des Islams. 8 (3): 165–176. doi:10.2307/1570234. JSTOR 1570234.
  • Çetin, Zafer M. (October 2004). „Tales of past, present, and future: mythmaking and nationalist discourse in Turkish politics“. Journal of Muslim Minority Affairs. 24 (2): 347–365. doi:10.1080/1360200042000296708.
  • Poulton, Hugh (May 1999). „The struggle for hegemony in Turkey: Turkish nationalism as a contemporary force“. Journal of Southern Europe and the Balkans. 1 (1): 15–31. doi:10.1080/14613199908413984.
  • Uslu, Emrullah (March 2008). „Ulusalcılık: The Neo-nationalist Resurgence in Turkey“. Turkish Studies. 9 (1): 73–97. doi:10.1080/14683840701814018.
  • Aktar, Ayhan (2021) Nationalism and Non-Muslim Minorities in Turkey, 1915 - 1950. Transnational Press London. ISBN 978-1-80135-043-3. 
  1. ↑ E 1 – Beş Türk Lirası I. Tertip tcmb.gov.tr
  2. ↑ Türkiye Cumhuriyeti Kağıt Paraları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-24. ციტირების თარიღი: 2007-02-24
  3. ↑ ATATÜRK VE BOZKURT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-11. ციტირების თარიღი: 2007-01-11
  4. ↑ Landau, Jacob M. (1984). Atatürk and the Modernization of Turkey (en). Boulder: Westview Press, გვ. 133. ISBN 0865319863. 
  5. ↑ Shay, Anthony (2002). Choreographic Politics: State Folk Dance Companies, Representation, and Power. Wesleyan University Press, გვ. 210. ISBN 0-8195-6521-0. 
  6. 1 2 3 Aytürk, İlker (2014). „Nationalism and Islam in Cold War Turkey, 1944–69“. Middle Eastern Studies. 50 (5): 693–694. doi:10.1080/00263206.2014.911177. hdl:11693/12599. JSTOR 24585883.
  7. ↑ Xypolia, Ilia (2017) British Imperialism and Turkish Nationalism in Cyprus, 1923-1939 : divide, define and rule.. London: Routledge. 
  8. ↑ Rayner, Jeremy; Falls, Susan; Souvlis, George; Nelms, Taylor C. (2020) Back to the '30s?: Recurring Crises of Capitalism, Liberalism, and Democracy (en). Springer Nature, გვ. 161. ISBN 978-3-030-41586-0. „In the prevailing literature, the term ultra-nationalism is often used to describe Turkish nationalism.“ 
  9. 1 2 Cengiz Gunes (2020). The Political Representation of Kurds in Turkey: New Actors and Modes of Participation in a Changing Society. Bloomsbury Publishing, გვ. 6. 
  10. ↑ Hanioglu, M. Sükrü; Hanioglu, M. Sükrü (2018) Atatürk: An Intellectual Biography. DOI:10.23943/princeton/9780691175829.001.0001. ISBN 978-0-691-17582-9. 
  11. ↑ „Turkish Society“. Britannica Online Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2008-07-01.
  12. ↑ Türkçülüğün Esasları pg.25 (Gökalp, Ziya)
  13. ↑ Ayşe Hür, Mustafa Kemal ve muhalifleri (1), Radikal, February 18, 2007.
  14. ↑ Guy E. Métraux, International Commission for a History of the Scientific and Cultural Development of Mankind, The new Asia, New American Library, 1965, p. 73.
  15. ↑ ÜLKEN, Hilmi Ziya – TDV İslâm Ansiklopedisi.
  16. ↑ Ogan, Mehmet Râif - TDV İslâm Ansiklopedisi.
  17. ↑ TOPÇU, Nurettin – TDV İslâm Ansiklopedisi.
  18. ↑ Identity, Culture and Globalization – Annals of the International Institute of Sociology, ISBN 978-90-04-12873-6, pp. 182–183.
  19. ↑ Werner Ende und Udo Steinbach: Der Islam in der Gegenwart. München 1996, S. 236
  20. ↑ Judith Hoffmann: Aufstieg und Wandel des politischen Islam in der Türkei. Berlin 2003, S. 25f.
  21. ↑ Central Eurasian Studies Review, Vol. 3, Central Eurasian Studies Society, 2004, p. 23. Ekrem Buğra Ekinci, 16 Türk Devleti Cumhurbaşkanlığı forsundaki 16 yıldız neyi ifade ediyor?, 2 February 2015.
  22. ↑ Newspaper Radikal on 28 May 2006
  23. ↑ TRNC.
  24. ↑ Jürgen Roth and Kamil Taylan: Die Türkei – Republik unter Wölfen. Bornheim-Merten, p. 119.
  25. ↑ Jongman, A.J. (2017) Political Terrorism, გვ. 674. DOI:10.4324/9781315126760. ISBN 978-1-351-49861-6. 
  26. ↑ Annual of Power and Conflict, by Institute for the Study of Conflict, National Strategy Information Center, 1982, p. 148
  27. ↑ Griffin, Roger (2013) The Nature of Fascism, გვ. 171. DOI:10.4324/9781315003627. ISBN 978-1-136-14588-9. 
  28. ↑ Weinberg, Leonard; Pedahzur, Ami; Perliger, Arie (2008) Political Parties and Terrorist Groups, გვ. 45. DOI:10.4324/9780203888377. ISBN 978-1-135-97337-7. 
  29. ↑ Fox, Robert (1993) The Inner Sea: The Mediterranean and Its People. Alfred A. Knopf, გვ. 260. ISBN 978-0-394-57452-3. 
  30. ↑ Martin A. Lee. On the Trail of Turkey's Terrorist Grey Wolves. The Consortium.
  31. ↑ „Crime of the Century“. The Weekly Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 July 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2019.
  32. ↑ [25][26][27][28][29][30][31]
  33. ↑ Avcı, Gamze (September 2011). „The Nationalist Movement Party's Euroscepticism: Party Ideology Meets Strategy“. South European Society and Politics. 16 (3): 435–447. doi:10.1080/13608746.2011.598359.
  34. ↑ Çınar, Alev; Arıkan, Burak (2013) „The Nationalist Action Party: Representing the State, the Nation or the Nationalists?“, Political Parties in Turkey. DOI:10.4324/9781315039206. ISBN 978-1-135-28938-6. 
  35. ↑ Huggler, Justin (20 April 1999). „Turkish far right on the rise“. The Independent. ციტირების თარიღი: 21 May 2014.
  36. ↑ Celep, Ödül (2010). „Turkey's Radical Right and the Kurdish Issue: The MHP's Reaction to the 'Democratic Opening'“. Insight Turkey. 12 (2): 125–142. JSTOR 26331446.
  37. ↑ Arıkan, E. Burak (July 2002). „Turkish ultra–nationalists under review: a study of the Nationalist Action Party“. Nations and Nationalism. 8 (3): 357–375. doi:10.1111/1469-8219.00055.
  38. ↑ Butler, Daren (21 May 2011). „Pre-election resignations rock Turkish far right“. Reuters. ციტირების თარიღი: 21 May 2014.
  39. ↑ [33][34][35][36][37][38]
  40. ↑ Turkish far-right group beat Afghan man and shared video on social media – Turkish Minute en-US (30 December 2021). ციტირების თარიღი: 2022-07-17
  41. ↑ Turkish Nazi Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 February 2014. ციტირების თარიღი: 7 July 2014
  42. ↑ Nazi Party Established in Turkey. ციტირების თარიღი: 7 July 2014
  43. ↑ „They Might Be Joking But They Grow in Numbers“. hurriyet.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 July 2014.
  44. ↑ Neo-Nazi Circassians on Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2014. ციტირების თარიღი: 7 July 2014
  45. ↑ Bora, Tanil (June 2022). „Milliyetçilik Özel Sayısı“. Birikim (398).
  46. ↑ Altundag, Mehmet Yasar. Öfkeli Genç Türkler ve Türkiye'de milliyetçiliğin dönüşümü (22 September 2021).
  47. ↑ Dincaslan, M. Bahadirhan (2023) Seküler Milliyetçilik - 21. Yüzyılda Türk Milliyetçiliğinin Teorisi. Yenisey. ISBN 9786057291011. 
  48. ↑ Kanun No. 5759 tr. Turkish Grand National Assembly, official Web site (2008-04-30). ციტირების თარიღი: 2008-07-01
  49. ↑ „Turkey insult law 'may be dumped'“. BBC News. 2005-12-28. ციტირების თარიღი: 2008-07-01.
  50. ↑ Schleifer, Yigal. (2005-12-16) Freedom-of-Expression Court Cases in Turkey Could Hamper Ankara's EU Membership Bid. ციტირების თარიღი: 2007-04-13
  51. ↑ „Turkey adopts law to block 'insulting' websites“. AFP. Turkish Daily News. 2007-05-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2019. ციტირების თარიღი: 2008-07-01.