Manowar
| Manowar | |
|---|---|
|
Manowar ჰამბურგში, 2007 წლის ტურნე | |
| ბიოგრაფია | |
| წარმოშობა | აუბერნი, ნიუ იორკი, შეერთებული შტატები |
| ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, პაუერ მეტალი |
| აქტიური | 1980-დან დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Magic Circle, Atco, Atlantic, Geffen |
| წევრები |
ერიკ ადამსი ჯოუი დიმაიო კარლ ლოგანი დონი ჰამზიკი |
| ყოფილი წევრები |
როს ფრიდმენი სკოტ კოლამბუსი მიხაელ დევიდ შენკელი კარლ კენედი კენი ერლ ედუარდსი |
| საიტი | manowar.com |
| Manowar ვიკისაწყობში | |
Manowar — ამერიკული ჯგუფი, უკრავს მძიმე მეტალის ჟანრში.
ჯგუფი ცნობილია თავისი სიმღერების საომარი თემატიკით. ის ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სკანდინავიურ მითოლოგიას. დღესდღეობით ჯგუფის შემოქმედება მოიცავს 10 სტუდიურ ალბომს, 15 სინგლს, ასევე 8 ვიდეოალბომს. უკანასკნელი მონაცემებით, Manowar-ი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ”ყველაზე ხმამაღალი ჯგუფი”.
ჯგუფის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Manowar-ი შეიქმნა 1980 წლის აპრილში, როდესაც ნიუკასლში, Black Sabbath-ის კონცერტზე ერთმანეთს შეხვდნენ ჯგუფის უკვე ყოფილი გიტარისტი როს ფრიდმენი და ბასისტი ჯოუი დიმაიო. ჯგუფის ვოკალისტი გახდა დიმაიოს სკოლის მეგობარი ერიკ ადამსი, ხოლო დრამერი - კარლ კენედი.
ჯგუფის წევრები დიდხანს არჩევდნენ თავისთვის შესაფერის სახელწოდებას და ბოლოსდაბოლოს manowar-ზე შეჩერდნენ. ერთი მხრივ, ეს სიტყვა პირდაპირ თარგმანში აღნიშნავს ”მეომარს”, მეორე მხრივ - ასე ინგლისურად ერქვა ფლოტის ყველაზე მსხვილ გემს, მოგვიანებით კი ამ სახელით ხშირად მოიხსენიებდნენ სახაზო გემს (XVI საუკუნიდან XIX საუკუნემდე, man-of-war, ან man of war, ან manowar, ან man). ამ შემადგენლობით ჯგუფმა 1980 წელს დემო ჩაწერა, ამის შემდეგ კი კარლ კენედი ჯგუფიდან წავიდა, ხოლო მის ადგილზე პოლონური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი - დონი ჰამზიკი მოვიდა.
ჯგუფის შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერიკ ადამსი - ვოკალი, გიტარა (1980-დან)
- ჯოუი დიმაიო - ბას-გიტარა, კლავიში, კლასიკური გიტარა (1980-დან)
- კარლ ლოგანი - გიტარა, კლასიკური გიტარა (1994-დან)
- დონი ჰამზიკი - დრამი (1981-1983), 2009-დან - როგორც სეზონური წევრი, 2010-დან - როგორც ოფიციალური წევრი
ჯგუფის ყოფილი წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როს ფრიდმენი - გიტარა (1980-1989)
- სკოტ კოლამბუსი - დრამი (1983-1992 და 1995-2008)
- მიხაელ დევიდ შენკელი - გიტარა (1989-1993)
- კარლ კენედი - დრამი (1980)
- კენი ერლ ედუარდსი - დრამი (1992-1995 და 2008-2009 მხოლოდ კონცერტებზე)

დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტუდიური ალბომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკონცერტო ალბომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Defender (1983)
- All Men Play on Ten (1984)
- Blow Your Speakers (1987)
- Herz Aus Stahl (1988)
- Metal Warriors (1992)
- Defender (1994)
- Return of the Warlord (1996)
- Courage (1996)
- Courage Live (1996)
- Number 1 (1997)
- Warriors of the World United (2002)
- Warriors of the World United (Part 2) (2002)
- An American Trilogy / The Fight For Freedom (2002)
- The Dawn of Battle (2003)
- Sons of Odin (2006)