შინაარსზე გადასვლა

Falcon 9

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენედის LC-39A-დან გაშვებულ Falcon 9 B1058-ს, ორბიტაზე გაჰყავს Demo-2

Falcon 9 — ნაწილობრივ მრავალჯერადი გამოყენების, ორსაფეხურიანი, საშუალო წევის რაკეტა-მატარებელი, წარმოებული აშშ-ის აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის მიერ. Falcon 9-ის პირველი გაშვება განხორციელდა 2010 წლის 4 ივნისს, ხოლო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი კომერციული მიწოდების მისია 2012 წლის 8 ოქტომბერს შედგა.[1] 2020 წელს ის გახდა პირველი კომერციული რაკეტა, რომლითაც ადამიანები ორბიტაზე გაიყვანეს.[2] Falcon 9 ცნობილია თავისი საიმედოობითა და მაღალი კადენციით.[3][4][5]

რაკეტას ორი საფეხური აქვს. პირველ (ბუსტერი) საფეხურს მეორე წინასწარ განსაზღვრულ სიჩქარესა და სიმაღლეზე გაჰყავს, რის შემდეგაც მეორე საფეხური დატვირთვას სამიზნე ორბიტაზე აჩქარებს. ბუსტერს შეუძლია ვერტიკალურად დაშვება ხელახალი გამოყენების გასაადვილებლად. ეს მიღწევა პირველად 2015 წლის დეკემბერში, მე-20 გაშვებისას განხორციელდა. 2025 წლის 28 ივნისის მდგომარეობით SpaceX-მა Falcon 9 მრავალჯერადი გამოყენებისთვის 453-ჯერ წარმატებით დაუშვა დედამიწაზე. თითოეულ ბუსტერს შეუძლია 28-ზე მეტი გაშვებაში მიიღოს მონსაწილეობა.[6] ორივე საფეხური აღჭურვილია SpaceX Merlin-ის ძრავებით, ხოლო საწვავად იყენებენ კრიოგენულ თხევად ჟანგბადს და რაკეტულ ნავთს (RP-1).[7][8]

გეოსტაციონარული გადაცემის ორბიტაზე გატანილი ყველაზე მძიმე ტვირთები იყო Intelsat 35e (6761 კგ) და Telstar 19V (7075 კგ). პირველი გაშვებული იქნა ხელსაყრელ სუპერსინქრონულ გადაცემის ორბიტაზე,[9] ხოლო მეორე დაბალი ენერგიის GTO-ზე, გეოსტაციონარული სიმაღლეზე გაცილებით დაბალი აპოგეით.[10] 2021 წლის 24 იანვარს, Falcon 9-მა რეკორდი დაამყარა ერთი რაკეტით გაშვებულ თანამგზავრთა რაოდენობით — ორბიტაზე გაყვანილ იქნა 143 თანამგზავრი.[11]

NASA-ს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად, Falcon 9-ის ადამიანური შეფასება (ინგლ. Human-rating certification) სერტიფიცირებულია ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების პროგრამისთვის[12] და NASA-ს გაშვების სერვისების პროგრამა მას „მე-3 კატეგორიის“ (დაბალი რისკის) გამშვებ აპარატად ასახელებს, რაც მას საშუალებას აძლევს გაუშვას სააგენტოს ყველაზე ძვირადღირებული, მნიშვნელოვანი და რთული მისიები.[13]

Falcon 9-ის რამდენიმე მოდელი ააწყვეს და გაუშვეს: v1.0 (2010-2013), v1.1 (2013-2016), ხოლო v1.2 Full Thrust პირველად 2015 წელს გაუშვეს, იგი მოიცავს Block 5 ვერსიასაც, რომელიც 2018 წლის მაისიდან გამოიყენება.

  1. Amos, Jonathan (October 8, 2012). „SpaceX lifts off with ISS cargo“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2018. ციტირების თარიღი: June 3, 2018.
  2. „NASA and SpaceX launch astronauts into new era of private spaceflight“. May 30, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 12, 2020. ციტირების თარიღი: December 8, 2020.
  3. Berger, Eric (February 3, 2022). „The Falcon 9 may now be the safest rocket ever launched“. Ars Technica. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 25, 2023. ციტირების თარიღი: May 21, 2023.
  4. „The Download: Falcon 9's future, and Big Tech's climate goals“. July 18, 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2024. ციტირების თარიღი: August 19, 2024.
  5. „SpaceX rocket failure highlights need for multiple launch options: 'Falcon 9 is not invulnerable'. July 25, 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2024. ციტირების თარიღი: August 19, 2024.
  6. SpaceX launches Falcon 9 first-stage booster on record-breaking 19th flight. Spaceflight Now (December 23, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 23, 2023. ციტირების თარიღი: December 24, 2023
  7. Malik, Tariq. These SpaceX Rocket Landing Photos Are Simply Jaw-Dropping. Space.com (January 19, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2019. ციტირების თარიღი: June 20, 2019
  8. Thomas, Rachael L.. SpaceX's rockets and spacecraft have really cool names. But what do they mean?. Florida Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 25, 2019. ციტირების თარიღი: June 20, 2019
  9. Todd, David. Intelsat 35e is launched into advantageous super-synchronous transfer orbit by Falcon 9. Seradata (July 6, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2020. ციტირების თარიღი: July 28, 2020
  10. Kyle, Ed. (July 23, 2018) 2018 Space Launch Report. Space Launch Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2018. ციტატა: „07/22/18 Falcon 9 v1.2 F9-59 Telstar 19V 7.075 CC 40 GTO-.“ ციტირების თარიღი: July 23, 2018
  11. Wattles, Jackie. SpaceX launches 143 satellites on one rocket in record-setting mission (January 24, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 24, 2021. ციტირების თარიღი: January 24, 2021
  12. Kucinski, William. All four NSSL launch vehicle developers say they'll be ready in 2021. Sae Mobilus. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2019. ციტირების თარიღი: October 29, 2019
  13. Wall, Mike. SpaceX's Falcon 9 Rocket Certified to Launch NASA's Most Precious Science Missions. Space.com (November 9, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2019. ციტირების თარიღი: October 29, 2019
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Falcon_9&oldid=4821770“-დან